ძიება

LEXI.GE

თქვენი პოეზიის სახმყარო

***

რა ხდება დედი?
გული ამტკივდა მიშველე დედი!
თვალთ მიბნელდება დაღამდა დედი?
ამ ხალხს რა უნდა?გამიშვით ხელი!
არსად წამოვალ..მიხსენი დედიი!
თეთრი სუდარა რად გინდა დედი?
რატომ ტირიხარ?რატომ გდის ცრემლი?
რომ გეფერები ვერა გრძნობ დედი?
გთხოვ შემომხედე..შვილი ვარ შენი!
ნუთუ ვერ მხედავ?ეს მე ვარ დედი!
არც ჩემი გესმის?რა ხდება დედი!
აქ რატომ ვწევარ?რატომ ვერ ვდგები?
რატომ მოფრინდა ეს თეთრი მტრედი?
საით მიგყავართ?არ მინდა ხელში!
დაბლა ჩამომსვით..გავივლი ფეხით!
ეს რა ორმოა?მითხარი დედი
და რატომ ჭარბობს დღეს შავი ფერი?
მიწას ნუ მაყრით არა გწამთ ღმერთი?
რატომ დაბნელდა?სადა ხარ დედი…

ნუ მომკლავ, დედა

ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.

დედა

ორად გაიპო გული,გული დარდების მახე,
მომნატრებიხარ დედა… წუხელ სიზმარში გნახე,
ხელი შემეხო შენი, სიმშვიდე ვიგრძენ სრული,
თავი მეგონა ბავშვი, უმალ დაწყნარდა გული.
ხმადაბლა მკითხე, ჩუმად:ხომ არ გიჭირსო რამე?
თვალი ამევსო ცრემლით,და დაგიმალე სახე…
როგორ გასულა დრო და კვლავ გაფრენილან წლები…
ხელი შემახე შენი და შემიმშრალე ცრემლი.
თბილად მიმიკარ მკერდზე და გაიზარდა სივრცე,
მერე გათენდა დილა, კვლავ უშენობა ვიგრძენ…
როცა წახვედი ჩემგან,დრომ შემაჩვია ლოდინს,
სულ ნუ დამტოვებ მარტო,სიზმარში მაინც მოდი…..

 

მირანდა გოდერძიშვილი / დედას

დარდიანს და სიზმრიანს,
მე კი მინდა, როცა გცივა-
გადაგისხა სისხლიდან:
მზე, ღიმილი, ცისარტყელა-
შენიდან რომ მაწვიე,
შენ რომ მყავხარ-ისე მცხელა,
ნეტავ,რა გამაციებს!….

მინდა ახლა შენთან ვიყო,
შევეხიზნო სიზმრის ტყეს,
დედი! შენი დღე დაიწყო,
შენი დაბადების დღე….

შენ კი… ისე ტკბილად გძინავს,
(რა გაჩუქო?- არ ვიცი),
ჩამოგაბნევ ვარსკვლავთა მძივს-
დაბადების ღამისთვის…

დედას

როცა შენ ღამე ტკბილ სიზმრებს ხედავ,
ან საოცარი კოშმარი გიპყრობს,
ის მოვა ჩუმად, ნაზად დაგხედავს,
მთელი ცხოვრება ის შენზე ფიქრობს…

როცა ყველაზე ძლიერ გიჭირდა
და არ იცოდი რა უნდა გექნა,
მას გაცილებით უფრო უმძიმდა,
გამოსავალი უნდოდა ეთქვა…

დედა ერთია ამ ქვეყანაზე,
ერთია როგორც ქრისტე, უფალი,
დედიკომ მოგცა შენ სილამაზე,
მანვე გაგხადა თავისუფალი…

და რომც დაიქცეს სამყარო მთელი,
ედემშიც რომ არ მიგიღოს ღმერთმან,
თუნდაც ჯოჯოხეთს გამოჰკრა ხელი,
დედიკო მაინც იქნება შენთან…

Blog at WordPress.com.

ზედა ↑